,, გუშინ ჩამოვედი დუბაიდან, ელბაქიძეზე დამტოვეს და იმდენი პოსტი ვნახე საცობებზე (მანქანით არ ვიყავი), რომ მეთქი წავალ მეტროთი…
ფეხითაც ვიზამდი, მაგრამ თან ციოდა, თან არაბული “კაბა” მეცვა და ხალხი ცოტა გაოცებული მიყურებდა ?
ჩავედი და ვაი ამ ჩასვლას:
1. მარჯანიშვილის, ანუ ერთ-ერთი მთავარი ტუროსტული მეტროს კედლები რომ ასეთი ჩამოტყავებული, ნესტიანი და მაძუნგალაა, აი რაზეა საუბარი საერთოდ?
2. ვაგონში ვერ შეხვალ, ისეთი ჭეჭყვა იყო – თუ ვინმე ორსულად ხართ ჩემგან, მომწერეთ ალიმენტზე ?
3. ვაგონში ცხელოდა, გავიოფლე
4. ვერ იტევს ეს მეტრო ამდენ ხალხს, ვერც გადავადგილდით წესიერად
5. მოსაცდელი ადგილებიც ბინძური და სურნელი ზუსტად ისეთი, როგორიც ჩემი სტუდენტობისას.
ძალიან მინდა მანქანა სახლში დავტოვო და მეტროთი ვიმგზავრო, როგორც ევროპაში, ან მიდლ ისთში, მაგრამ აი შენ, ასეთი მეტროთი ივლიდი ყოველდღიურად? Kakha Kaladze კახა კალაძე აა, თუ მხოლოდ არჩევნების წინ მგზავრობ, კარგი და დრამა ფოტოები რომ გამოვიდეს? ??,, – წერს გურამ შეროზია