“მეოთხე წელის, რაც ბავშვებს სკოლა არა აქვთ . დაპირება იყო, მაგრამ ხედავთ რაცაა აშენებული . შეგვხვდეს განათლების მინისტრი, პრემიერ და გაგვაგებინონ სკოლა როდის გვეღირსება. ”
სამტრედიაში #4 საჯარო სკოლის შენებლობის დროულ დასრულებას ითხოვენ. მშობლებმა აქცია გამართეს და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს . ბავშვებს ამ ეტაპზე სხვა სკოლაში, მეორე სმენაში უწევთ სიარული, რაც დიდი დისკომფორტია. მშობლების თქმით 4 წლის წინ არსებული სკოლა იმ დაპირებით დაანგრიეს , რომ 2 წელიწადში ახალი სკოლა აშენდებოდა, თუმცა ჯერ-ჯერობით ადგილზე მხოლოდ მინიმალური სამუშაობია ჩატარებული.
მედიასთან კომენტარი გააკეთა სამტრედიის მერმა. ის სამუშაოების დროში გაჭიანურებას “სკოლის ტერიტორიაზე შეჭრილი, უკანონოდ აშენებული მეწაღის ჯიხური”-ს არსებობით ხსნის. “არაერთი შეთავაზება ქონდა ჯიხურის მეპატრონეს, მან მიმართა სასამართლოს და ჩვენ რათქმაუნდა ვართ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ნამდვილად მოტივირებულია ყველას უფლებები იყოს დაცული, კანონის შესაბამისად განხორციელდეს ყველა პროცედურა, ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას”-აცხადებს ის.