აი ესაა ნამდვილი ადამიანობა, რაც ჭიათურის მერმა აჩვენა… საფეხბურთო სტადიონის ლოჟაზე უარი თქვა და რიგით მოქალაქეებთან ერთად, ფიცარზე მჯდომმა უყურა თამაშს… ?
ჭიათურელებო, თემურ მაღრაძის სახელობის ცენტრალური სტადიონის აღდგენის პროექტი გახსოვთ?.. ძალიან ლამაზი მაკეტი რომ იყო, ირგვლივ პალმებით და პარკინგით, ეგ არ გახსოვთ?.. რამდენიმე ვარიანტი რომ გვაჩვენეს სტადიონის პროექტის, არც ეს გახსოვთ?..
ასეთი პალმებიანი მაკეტები სხვა პროექტებზეც მახსოვს… მაგალითად, ღია საცურაო აუზი ირგვლივ პალმებით, ტოლსტოის ხიდის ქვეშ, “ციცოლამარადან” რომ შეუხვევ, რკინიგზის ლიანდაგებთან ძალიან ახლოს… არავინ იცით, ამ პალმებიან პროექტებზე რა ხდება?.. ?
ჭიათურის სტადიონი უნდა აღდგეს
სტადიონის აღდგენაზე რა ხდება, ვერ აღდგა?.. თქვენს გვერდზეც ვხედავდი ხოლმე პალმებიან მაკეტებს… ვერც “ჯიემთან” გამოვიდა ვერაფერი, ვერც “საშუამავლოსთან”, ვერც ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ვერც ფეხბურთის ფედერაციასთან ხო?.. საბოლოოდ, სტადიონიც დაიკიდეს და საფეხბურთო გუნდიც?.. იცით რა დღეში ჩააგდეს ჩვენი ფეხბურთელები?.. თან “მაღაროელის” 100 წლის იუბილეზე გააკეთეს ეს…
იცით რა ხდება ახლა “მაღაროელში”?.. ბავშვების გუნდით რომ რეგიონალურ ლიგაზე გამოვდივართ, იცით ეს რას ნიშნავს?.. როგორი კადრები ჰყავთ გაფორმებული სტაფში და როგორ ხალხს აიძულებენ წასვლას ფეხბურთიდან და ქალაქიდან, არ იცით არც ეს?.. ან ეს ბავშვები რა პირობებში არიან ვინც ახლა თამაშობენ იცით?.. ან ამ ბავშვებისთვის ამ ლიგაში თამაში სწორია და კარგია?..
ვისაც ამ ქალაქში ფეხბურთი მართლა გიყვართ და იცით ამ სფეროში დღეს რაც ხდება, ფეხბურთით მაინც ვერ ხვდებით რა დღეშია ეს ქალაქი?.. დავანებოთ თავი ყველაფერს, პოლიტიკასაც, ეკოლოგიასაც და ადამიანების ჯანმრთელობასაც… ფეხბურთში რაც ხდება, ამას ვერ ხედავთ, თუ ხედავთ და ამ სამარცხვინო სპექტაკლშიც მონაწილეობთ?..
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია თქვენი მონიშვნა შეიძლება, თუ წუხდებით ძალიან?.
მიუხედავად ყველაფრისა, წარმატებები ახალგაზრდა ჭიათურელ ფეხბურთელებს! ❤️❤️⚽ უბრალოდ, მართლა ცოდვები არიან ასეთი ხალხის ხელში…_წერს ნოდარ ჭიჭინაძე.