,,ჩემი საყვარელი საოპერაციო, რომელიც აღარ არსებობს (დაანგრიეს)… ხონის ზოგადი ქირურგიის საოპერაციო. ადგილი სადაც ათასობით სიცოცხლეა გადარჩენილი… ამ საოპერაციოში ჩემი მასწვლებლები იყვნენ – ჩემი საამაყო მამა და დედა. ბატონები- ვასო ხვიჩია, ბორია მუდრიცკი, ავთანდილ ჯურხაძე, ზურაბ ცანავა, თემურ ბახტაძე, დავით აბდალაძე, ზურაბ ჩხეიძე. ლევანი ვაჭარაძე, კაკო ფიოლია, თენგო ცანავა, ბონდო ჯღენტი, ილო კუჭავა, კატუშა ჯურხაზე, ციური ჯურხაძე. მედდები: ელზა, ბელა, მარინა, მთვარისა, გულიკო,ნათელა, ლეილა, ლეილა, ჯულიეტა, ნანა. ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხალხი – ჟუჟუნა, ფაცია, ნელი, ვარდო და ბევრი ვინც შეიძლება გამომრჩეს. იქ შევიძინე მეგობრები მამუკა, გია, ბიძინა და მათე. ამ საქმემ სხვანსირი სიყვარული იცის, ისეთი დღეები გვაქვს ერთად გამოვლილი… უშუქოდ საოპერაციოში, ურთულეს ოპერაციებზე, ოპერაციის შემდეგ მამაჩემი და ეს ხალხი საკუთარ სისხლს უსხსმდა პაციენტებს, ხოდა აი აქ გავიზარდე მე და ეს ადგილი უფრო მიყვარს ვიდრე მთელი დანარჩენი სამყარო. მერე რა რომ არ არსებობს. ის ჩემს მეხსიერებაში იქნება მუდამ ისეთი განუმეორებლად კაცური, ადამიანური, შეუდარებლად პროფესიონალური, და განუზომლად ვაჟკაცური ადგილი. ამ ხალხიდან დღეს ბევრი აღარ არი. საუკუნოდ იყოს ხსენება მათი!”-წერს ცნობილი ქართველი ნეიროქირურგი გიორგი გეგია.
24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი დღეს, შესაძლოა, ნევროზულობა და ხასიათის მოულოდნელმა ცვლა გარკვეული უთანხმოების მიზეზი გახდეს. ექსპერიმენტებისა და რადიკალური ცვლილებებისთვის შესაფერისი დრო დღეს არ არის. კურო დაკავდით ოჯახის საკითხების მოგვარებით. ნურაფერს...









