ჭიათურაში აქცია მსვლელობა მოეწყო. „ევროპული საქართველო“-ს მომხრეებმა მერის გადადგომა მოითხოვეს. მათ ამის მიზეზად კორუფცია დაასახელს. „ქალაქში კორუფციაა, ჭიათურაში ვერ მოიგებ ტენდერს თუ არ ხარ მერის კლანის წევრი , რეალურად ქალაქში არაფერი კეთდება.“-განაცხადა ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სერგო რატიანმა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებზე და ქმედებაში საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და მერი დაადანაშაულა.