გორის რაიონულმა სასამართლომ, ყოფილი მაღალჩინოსანი და ყოფილი მოსამართლე არასრულწლოვანის მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო და ალექსი მარიამიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.
საუბარია 2021 წელს მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც, გამოძიების ინფორმაციით, მსჯავრდებულმა არასრულწლოვანს პლასტმასის მილით ფიზიკური დაზიანება მიაყენა, ხიდან ძალით ჩამოათრია, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძალის გამოყენებით წელსზემოთ გააშიშვლა, აიძულა შარვლის გახდა და ამ მდგომარეობაში ბავშვი ქუჩაში გაუშვა.
ბავშვის უფლებებს, არასამთავრობო ორგანიზაცია PHR-ის წარმომადგენელი იცავდა, მისივე თქმით, წელიწადნახევრის განმავლობაში, მარიამიძის გავლენებიდან გამომდინარე საქმეში არაერთი ბარიერი არსებობდა.










