მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ეროვნული ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა. ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიებას მისი მობილური ტელეფონიდან დავით ფურცხვანიძესთან მიმოწერა და სატელიტის ფოტოების შესახებ ინფორმაცია უნა ამოეღო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტელეფონიდან ყველა სახის ინფორმაცია ამოიღეს. ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიება მის პირად სივრცეში შეიჭრა და ვარაუდობს, რომ მხოლოდ მისი პირადი ცხოვრება აინტერესებს:
“აინტერესებთ, რამე ისეთი იპოვონ, რითაც შეძლებენ მოხდეს ჩემი დისკრედიტაცია ან დაშინება” – ამბობს რამიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ რამიშვილს პროკურატურამ ტელეფონი ჩამოართვა და ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩასატარებლად გაგზავნა.
პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეში მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციის საქმეს იძიებს. საქმე ეხება სატელიტის ფოტოებს, რომლებზეც პროკურატურა აცხადებს, რომ დამონტაჟებული და ყალბია.
რამიშვილს ფოტოები დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა, რომელიც მოსამართლის წინაშე უკვე დაიკითხა, როგორც მან აღნიშნა, გამოკითხვისას დაასახელა წყარო, ვინც სატელიტის ფოტოები გადასცა.