საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ამბელოკიპის უბანში თანამზრახველთან ერთად სცადა ბინის გაძარცვა. გაქცევისას მან სასიკვდილო ტრავმები მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, შემთხვევა მოხდა 31 დეკემბერს:
„ბერძნული მხარის შეტყობინებით, ათენში, ამბელოკიპის უბანში, ორი მოქალაქე ძარცვავდა ბინას, რა დროსაც მეზობლებმა შენიშნეს და გამოიძახეს პოლიცია.
გაქცევის მცდელობისას საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქეა სცადა შუშის კარის გატეხვა, რის შედეგადაც მიიღო მძიმე დაზიანებები. ის გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, თუმცა მძიმე დაზიანების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. სამინისტროს თანახმად, დაწყებულია გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების პროცედურები.
ბინის ძარცვაში მონაწილე მეორე პირი დაკავებულია.
Radiotavisupleba.ge