რუსული ავიაკომპანია “აზიმუტი” რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისების რაოდენობას ზრდის
– ავიაკომპანია ფრენებს ამჯერად უფასა და თბილისს შორის იწყებს. ამ მიმართულებაზე პირველი რეისი 2024 წლის 26 იანვარს შესრულდება.
26 იანვარს, თბილისი-უფას რეისზე, ცალმხრივ რეისზე ფრენის ფასი 178 ლარია, ხოლო უკან დასაბრუნებელი ავიაბილეთის ღირებულება, იმავე თარიღზე 272 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ “აზიმუტი” ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს, როგორც მოსკოვის, ისე სოჭისა და მინვოდის მიმართულებით










