აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა მხარემ თოუზის მიმართულებით ცეცხლი გახსნა.
“სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ბერდის რაიონის ჩინარის დასახლებიდან აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს თოუზის რაიონის მუნჯუგლუს დასახლების მიმართულებით ცეცხლი გაუხსნეს.
ამჟამად, აღნიშნული მიმართულებით სიტუაცია სტაბილურია. ოპერატიულ ვითარებას აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები აკონტროლებენ,” – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიიდან არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.