LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
აზარტული თამაშის რეკლამის განთავსება შესაძლოა, 10 ათასი ლარით დაჯარიმდეს

აზარტული თამაშის რეკლამის განთავსება შესაძლოა, 10 ათასი ლარით დაჯარიმდეს

დაპოსტა 2019/10/31-ში
A A
67
ნახვა
გაზიარება

ტრანსპორტზე, ბანერებზე, მედიაში აზარტული თამაშის რეკლამის განთავსება შესაძლოა, 10 ათასი ლარით დაჯარიმდეს.

აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში ახალი კანონპროექტი წარადგინა.

კერძოდ, პროექტის თანახმად, კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც დაარეგულირებს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის საკითხს.

„კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, იკრძალება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის, გარე რეკლამის, ყველა სატრანსპორტო საშუალებისა (სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო) და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით. ასევე, წარმოდგენილი კანონპროექტით აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობისათვის განკუთვნილ შენობა ნაგებობაზე დაწესებულების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის განთავსება, რომელიც აღემატება 10 კვადრატული მეტრ ფართობს,“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება სანქცია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, აზარტული/მომგებიანი თამაშობის რეკლამის გავრცელების წესის დარღვევა გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლისა და რეკლამის დამკვეთის დაჯარიმებას თითოეულისთვის 10 000 ლარის ოდენობით. ხოლო დაჯარიმების საფუძვლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შესაბამისი ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება (წინა ჯარიმის ოდენობასთან შედარებით) ყოველ 1 თვეში.

შეგახსენებთ, რომ აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით, ლევან გოგიჩაიშვილისა და სხვა დეპუტატების მიერ მომზადებულ წინა კანონპროექტს, მიმდინარე წლის აპრილში პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

ცნობისთვის, საქართველოში 2018 წელს ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანიიდან 5 სათამაშო ბიზნესი იყო. ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. მათ შორის, 2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6,050 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა.

 

bpn.ge

თეგები: აზარტული თამაშებიაკრძალვაკანონირეკლამა
გაზიარება36

დაკავშირებული -პოსტები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა...

დაწვრილებითDetails

ავარიას 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ქარელში მოტოციკლით ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ქართლის ამბები“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქარელის სოფელ ბებნისის ტერიტორიაზე მოტოციკლი ბორდიურს შეეჯახა. მათივე ცნობით დაწყებულია გამოძიება.

დაწვრილებითDetails

“ირანი შეთანხმების დადებას ითხოვს, მაგრამ ცოტა დაიგვიანეს”- ტრამპი

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლებას გააუქმებს
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს შეთანხმების დადება სურს, მაგრამ უკვე გვიანია. „ისინი რეკავენ და მეკითხებიან: „როგორ დავდოთ შეთანხმება? მე ვუთხარი: „ცოტა დაგაგვიანდათ“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა : „ახლა ჩვენ უფრო...

დაწვრილებითDetails

საქართველოში იმყოფება აშშ-ის საელჩო, ის ფაქტობრივად არის სამიზნე – ვახტანგ კაპანაძე

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
პიროტექნიკის სროლა კი არა, ტყვიამფრქვევს როცა გესვრიან და შენ ტყვედ ჩაიგდე ვინმე, არ გაქვს უფლება, ის სცემო და დაამცირო – ვახტანგ კაპანაძე
მთავარი

ვუშვებ შესაძლებლობას საქართველოში იმყოფება აშშ-ის საელჩო, ის ფაქტობრივად არის სამიზნე ირანის შეიარაღებული ძალებისთვის, ირანის ხელისუფლებისთვის, - ასე პასუხობს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე შეკითხვას, უშვებთ თუ არა იმას, რომ ირანმა პირდაპირ მიაყენოს დარტყმა...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

6 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +9 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი.     ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმშ უნალექო ამინდია,...

დაწვრილებითDetails

6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

6 მარტი შედარებით მშვიდი, მაგრამ კონცენტრაციისთვის ხელსაყრელი დღეა. კარგი დროა დაგეგმვისთვის, დაწყებული საქმეების მოწესრიგებისა და მომავალი ნაბიჯების გააზრებისთვის. ემოციური ფონი სტაბილურია, თუმცა ზედმეტი იმპულსურობა სასურველი არ არის. როგორი იქნება ასტროლოგიური...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების ერთობლივი განცხადება
მთავარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, „მიუღებელია ნებისმიერი ქმედება,...

დაწვრილებითDetails

ცოლი სანადირო თოფით მოკლა – კაცს პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 22 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია საქართველოში – დაკავებულია 14 პირი

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

გასული 24 საათის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს – განცხადება ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ...

დაწვრილებითDetails

„არის ქსელები, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, მოლარეც და დამხმარეც ის არის”

by მეგა TV
მარტი 5, 2026
0
„არის ქსელები, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, მოლარეც და დამხმარეც ის არის”
მთავარი

„არის ქსელები, რომლებშიც სერვისის ხარჯზე აქვთ საშუალება, დაბალი ფასი დაადონ პროდუქციას“, - ამის შესახებ საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანია „დიპლომატ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"