თბილისში, გასულ ღამეს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.
შეჯახების შედეგად დაშავდა 3 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში იმყოფებიან.
როგორც დაღუპულები, ისე დაშავებულები 155-ე საჯარო სკოლის ყოფილი მოსწავლეები არიან . მათ სწავლა გასულ წელს დაასრულეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.