ავტოსაგზაო შემთხვევები ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა.
ყოველწლიურად, ავარიებით საქართველოში ასეულობით ადამიანი იღუპება, დაშავებულთა რიცხვი კი ათასებს აღწევს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2020 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკას აქვეყნებს, რომელშიც ავტოსაგზაო შემთხვევების, დაშავებულთა და დაღუპულთა საერთო რაოდენობაა აღრიცხული.
ქვეყნაში სამი თვის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევებს 134 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 33 ქვეითად მოსიარულე.
დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილზე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონია.
სამ თვეში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ამ რეგიონში 32 ადამიანი გარდაიცვალა, მეორე ადგილზე 25 გარდაცვლილით თბილისია, მესამეზე კი შიდა ქართლი, სადაც გარდაცვალების 18 შემთხვევა დაფიქსირდა.
რაც შეეხება დაშავებულთა რაოდენობას, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საერთო ჯამში 1610 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულთა უმრავლესობის ასაკობრივი მაჩენებელი 41-დან 60 წლამდე მერყეობს. საერთო ჯამში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით 349 ადამიანი დაშავდა.
სტატისტიკით ირკვევა, რომ შემთხვევათა დიდი ნაწილი ალკოჰოლური სიმთვრალის, ან სიჩქარის გადაჭარბების მიზეზით მოხდა.











