ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაქტორის მძღოლი გარდაიცვალა. ტრაქტორი ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებოდა, როდესაც ხევში გადავარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე მძღოლი დაღუპული დახვდა.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.