წნორი-ჯუგაანი-ტიბაანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, დაშავდა რამდენიმე მგზავრი.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მანქანები შეეჯახა. ადგილზე დაიღუპა ახალგაზრდა მამაკაცი.
დაშავებული 5 მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წნორის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.










