ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი პირი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმის ტერიტორიაზე ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
ავტომანქანაში მყოფი 21 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ერთი კი დაშავდა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.










