ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკი – ფოთის ცენტრალურ მაგისტრალზე. ჭალადიდის მონაკვეთთან მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში გადავარდა.
დაშავებულია ოთხი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულების შესაბამისი სამსახურების ადგილზე მისვლამდე, მანქანიდან გამვლელებმა გამოიყვანეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.