LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჯარში არაადამიანური მოპყრობის გამო დაკავებულ ,შინაგან საქმეთა სამინიტროს 2 მაღალჩინოსანს ,ბრალი წარედგინათ

ავტობუსში მოკლული ქალის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში იწყება

დაპოსტა 2023/04/12-ში
A A
184
ნახვა
გაზიარება

„უფლებები საქართველო“, როგორც მოკლული ქალის დედის ინტერესების დამცველი, იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო არ დააკმაყოფილებს მსჯავრდებულის ადვოკატის შესაძლო შუამდგომლობას სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ
თბილისის სააპელაციო სასამართლოში იწყება ქმრის მიერ, ავტობუსში, 31 წლის ქალის მკვლელობის საქმის განხილვა. 2022 წლის მაისში თბილისში, გურამიშვილის გამზირზე №323 ავტობუსში არასრულწლოვანი შვილების და სხვა მგზავრების თვალწინ ქმარმა ქალს 27 ჭრილობა მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის განაჩენით,  განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებებისა და მამაკაცის დომინანტური როლის დემონსტრირების მიზნით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში 39 წლის მამაკაცი დამნაშავედ იქნა ცნობილი. საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, როგორც საქმის პროკურორმა, ასევე მსჯავრდებული მამაკაცის ადვოკატმა.  პროკურორი ითხოვს,  სასჯელის სახედ და ზომად, მსჯავრდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას. ყველაზე მკაცრი სასჯელის გამოყენებას ეთანხმება ფემიციდის მსხვერპლის დედაც, რომლის ინტერესების დაცვაშიც „უფლებები საქართველო“ 2023 წლის მარტის ბოლოს ჩაერთო.

„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ ფემიციდის მსხვერპლის დედისათვის სამართლებრივი მხარდაჭერის აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მოლოდინის გათვალისწინებით, რომ ადვოკატი მსჯავრდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ალტერნატიული დასკვნის წარდგენას შეეცდება და სააპელაციო სასამართლოს წინაშე საქმის წარმოების შეწყვეტას მოითხოვს. საყურადღებოა ისიც, რომ მამაკაცის ადვოკატის მხრიდან ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ შესაბამისი დოკუმენტების საქმისათვის დართვის შუამდგომლობა საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას  არ დაკმაყოფილდა.

ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გათვალისწინებული იქნება ფემიციდის მსხვერპლის დედის პოზიცია უმკაცრესი სასჯელის გამოყენების თაობაზე და არ დაკმაყოფილდება მსჯავრდებული ადვოკატის შესაძლო შუამდგომლობა სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ.

საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, „უფლებები საქართველო“ ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, საზოგადოების ყურადღება გაამახვილოს შემდეგზე: მართალია, სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამჟამად უკვე მსჯავრდებული მამაკაცი, დანაშაულის ჩადენის მომენტში, იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა მიმდინარეობის დროს ის იყო მშვიდი და ადეკვატური. გარდა ამისა, გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის, უშუალოდ დანაშაულის ჩადენის შემდგომ მსჯავრდებულის ქმედებები ცალსახად  მიუთითებს,  რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა განზრახ და გაცნობიერებულ ქმედებას.

„უფლებები საქართველო“ ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს დანაშაულის შემსწრე არასრულწლოვანების ინტერესებზე. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები (მოკლული ქალის შვილები და დისშვილები) ამ სასტიკ დანაშაულს შეესწრნენ, გამოძიების ეტაპზე, არასრულწლოვანთა დაზარალებულად ცნობა არ მომხდარა. მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმის ფონზე, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, არსებითად მნიშვნელოვანია, საქმის წარმოება გაგრძელდეს იმგვარად, რომ არ მოხდეს მსხვერპლის არასრულწლოვანი შვილების მეორეული ვიქტიმიზაცია.

ამ საქმეს „უფლებები საქართველო“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.

გაზიარება74

დაკავშირებული -პოსტები

ვანში სულორიჰესის მშენებლობის პროექტი გაუქმდა

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
ვანში სულორიჰესის მშენებლობის პროექტი გაუქმდა
მთავარი

ვანი მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში 4.8 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობის პროექტი გაუქმდა. შესაბამისი ბრძანება გარემოს დაცვის დეპარტამრნტის საიზე გამოქვეყნდა. „ვანის მუწიციპალიტეტში შპს „ბ. პ. ჰესის“ 4.8 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის -...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა გია ფერაძის ვაჟი

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
გარდაიცვალა გია ფერაძის ვაჟი
მთავარი

გია ფერაძის უფროსი ვაჟი, ბიძინა ფერაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ 2 წლის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა გია ფერაძის ქალიშვილი მარიკუნა ფერაძეც.

დაწვრილებითDetails

ექსკურსიაზე მიმავალ ავტობუსს ავტობანზე ცეცხლი გაუჩნდა

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

ბაღდათიდან მცხეთაში მიმავალ ექსკურსიის ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს. მედიის ცნობით,  შემთხვევა ავტომაგისტრალზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მოხდა. ავტობუსის ბოლო ნაწილში გაჩენილი ხანძარი და დაკვამლიანება უკან მომავალმა მანქანებმა შენიშნეს და...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.   განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების...

დაწვრილებითDetails

„ალდემ“ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
„ალდემ“ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
მთავარი

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის ALDE Party-ის საბჭომ საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით - „დემოკრატია ალყაშია: მოწოდება საქართველოს ევროპული გზის დასაცავად“.   რეზოლუციაში ხაზგასმულია. ქართველი ხალხის ურყევი ერთგულება პროევროპული და...

დაწვრილებითDetails

საქართველო დადექი – დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
საქართველო დადექი – დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება
მთავარი

ქუთაისში, მერიის წინ, 29 ივნისს საპროტესტო აქცია სახელწოდებით - „საქართველო დადექი!“ გაიმართება.   ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია 19:00 საათზე უწყვეტი პროტესტის უცვლელ ადგილას დაიწყება. “საქართველოს მტერი ცდილობს, თავისუფალი ქვეყანა ერთ დიდ...

დაწვრილებითDetails

პირველი ივლისიდან საქართველოს საპატრიარქოს კომისია შეიქმნება

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების (326წ.) 1700 წელთან დაკავშირებით ა.წ. 1 ივლისიდან შეიქმნას საქართველოს საპატრიარქოს კომისია - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო  ავრცელებს: "საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა ცხოვრება ზაფხულის ბოლომდე მნიშვნელოვნად შეიცვლება

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
„არ გამოტოვოთ, ჯადოსნური დრო, 08:08“ – ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოუწოდებს
მთავარი

2025 წლის ივლისი და აგვისტო არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენით იქნება დატვირთული. ეს არის დროს, როდესაც ბევრი ადამიანი არსებული პრობლემების მოგვარებას, ახალი პროექტების დაწყებასა და საჭირო ცვლილებების განხორციელებას შეძლებს. ზოდიაქოს ეს...

დაწვრილებითDetails

თელავში, სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ჯიხურში დანით შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და მფლობელს ფულს სთხოვდა. თავდამსხმელთან წინააღმდეგობის გაწევის დროს, ჯიხურის...

დაწვრილებითDetails

ვინ გახდა ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ვინ გახდა ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი
მთავარი

ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. თანამდებობა რევაზ მამასახლისმა დაიკავა. ინფორმაციას იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი" ავრცელებს.  ქუთაისის პოლიციის ახალ უფროსს, მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"