გორში, ავტობუსი გზიდან გადავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, სადგურის ხიდთან, მოსახვევში მიკროავტობუსი ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ კი გზიდან გადავარდა.
სააგენტოს ცნობითვე, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.