დასაველთ ავღანეთში, ქალაქ ჰერატში, მცირე ზომის ავტობუსი აფეთქდა. დაღუპულია, სულ მცირე, 7 ადამიანი, 9 კი დაიჭრა, – ამის შესახებ Al Jazeera წერს.
ჰერატის საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით, დაღუპულთა შორის 4 ქალია. არსებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სამგზავრო ავტობუსის საწვავის ავზზე იყო დამაგრებული.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.