მთავრობამ ტექნიკურ რეგლამენტში „გარკვეული კატეგორიის ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟისა და გამოყენების შესახებ“ ცვლილებები შეიტანა.
ცნობისთვის, ეს რეგლამენტი მთავრობამ 2017 წელს დაამტკიცა და მისი დებულებები უკვე სავალდებულოა საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული ან/და პირველად რეგისტრირებული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის.
რაც შეეხება ქვეყნის შიდა გადაზიდვებში ჩართულ ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებს, მთავრობის ახალი დადგენილებით, რეგლამენტით გათვალისწინებული დებულებები, მათთვის 2025 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება.
ეგლამენტი ვრცელდება 5 ტონამდე და მეტი სრული მასის, 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებასა და 3.5 ტონიდან 12 ტონამდე და 12 ტონაზე მეტი მასის მქონე ტვირთის გადასაზიდ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე.
„ინსპექტირების ორგანოს მიერ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დარეგულირება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ შესაბამისი კატეგორიის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების სიჩქარე არ აღემატებოდეს გზებზე გადაადგილებისას მაქსიმალურ დასაშვებ ზღვრებს, ტაქოგრაფიდან ან, მისი არარსებობის შემთხვევაში, სპიდომეტრიდან მიღებული სიჩქარის იმპულსის სიგნალის (მახასიათებელი კოეფიციენტის) სიდიდის გათვალისწინებით,“ – აღნიშნულია დადგენილებაში.










