ავსტრიელი ქირურგი არასწორი ფეხის ამპუტირებისთვის დააჯარიმეს. 43 წლის ექიმი, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა, პროფესიულ დანაშაულში დამნაშავედ ცნეს და 2 700 ევროს რაოდენობით დააჯარიმეს.
მამაკაცი, რომელსაც ჯანსაღი ფეხი მოკვეთეს მანამ გარდაიცვალა სანამ საქმე სასამართლომდე მივიდოდა. მისი ქვრივი 5 000 ევროს ოდენობით ზარალის ანაზღაურებით უზრუნველყვეს.
პაციენტი ფრიშტადტის კლინიკაში მაისში მიიყვანეს. მისი ფეხი ამპუტაციისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ქირურგმა მონიშვნა არასწორ თეძოზე გააკეთა. მისი შეცდომა მხოლოდ მაშინ გამოაშკარავდა. როდესაც უკვე გამოფხიზლებულ პაციენტს სახვევს უცვლიდნენ.
კლინიკამ შეცდომისთვის ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ეს არასასურველი დამთხვევების გამო მოხდა. დირექტორმა პრეს-კონფერენციაც გამართა, სადაც ქირურგმა კითხვებს უპასუხა, ოპერაციულ სისტემაში ინფორმაციის გადაცემის ხარვეზებზე ისაუბრა, თუმცა თავი დამნაშავედ მაინც ცნო და კლინიკაში თანამდებობა დატოვა.
მას ჯარიმის ნახევარი აპატიეს.










