ავსტრიაში კორონავირუსის პანდემიის გამო აპრილში უმუშევრობის დონე გაიზარდა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Heute ავრცელებს.
შრომის ბაზრის სამსახურის (AMS) ცნობით, უმუშევართა და სასწავლო პროგრამების მონაწილეთა რიცხვი წლიურ აღრიცხვაში 58,2%-ით გაიზარდა და 571 ათასი შეადგინა.
უწყების ცნობით, კრიზისი შეეხო ყველა რეგიონს, მრეწველობის ყველა სფეროს და ყველა ასაკობრივ ჯგუფს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.










