ავსტრალია გეგმავს აეკრძალოს 16 წლამდე მოზარდებს სოციალური მედიის გამოყენება.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა თქვა, რომ ასეთი ზომები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვას. კანონპროექტი პარლამენტს წელს წარედგინება და ის ძალაში რატიფიცირებიდან 12 თვის შემდეგ უნდა შევიდეს.