LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
თავის მოკვლა გამოსავალი არასოდეს არ არის – მეუფე გრიგოლი

თავის მოკვლა გამოსავალი არასოდეს არ არის – მეუფე გრიგოლი

დაპოსტა 2019/12/19-ში
A A
191
ნახვა
გაზიარება

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა წმინდა ნიკოლოზის ტაძარში სადღესასწაულო მსახურება აღასრულა და იქადაგა. მეუფემ ქადაგებისას 15 წლის მოზარდის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა.

მისი შეფასებით, თავის მოკვლა გამოსავალი არასოდეს არ არის.

„რაღაც გვაკლია ძალიან სერიოზული და ეს ეხება როგორც ჩვენი რწმენას და სულიერ მდგომარეობას, ასევე ჩვენს საზოგადოებრივ, სახელმწიფოებრივ ცხოვრებას. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, თუ მოვინდომებთ, ამ დიდი სიძნელეების დაძლევას. თუმცა, დღეს მთელი ქვეყანა საუბრობს კონკრეტული შემთხვევის შესახებ, ყმაწვილმა, მოზარდმა, რომ თავი გაწირა. რა იყო ეს? რა საქციელია ეს? ადამიანები სხვადასხვანაირად განმარტავენ ასეთ შემთხვევას. ვიღაცა ამაში გამოსავალს ხედავს, ვიღაცისთვის გმირობაა, ვიღაცისთვის სასოწარკვეთილების შედეგია, მაგრამ თავის მოკვლა, ასაკოვანი ადამიანი იქნება თუ მოზარდი, გამოსავალი არასდროს არის. ეს არის ძალიან დიდი სისუსტის ნიშანი. განსაკუთრებით, როცა ვსაუბრობთ ჩვენს ახალგაზრდებზე, მოზარდებზე, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მათ უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ ჩვენგან. ძნელია იმის თქმა ვინ არის აქ დამნაშავე, დიახ, შეიძლება ადამიანები ეძებენ, გვარებს, სახელებს, კონკრეტულ პიროვნებებს, მაგრამ აქ ბევრია მიზეზი, კომპლექსურია ეს მიზეზი, მათ შორის სოციალური უთანასწორობა, რომელიც ამ წუთისოფელში არსებობს, როცა ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი ის, რაც მას სურს, როცა ადამიანებს არა აქვთ საშუალება მიიღონ ის, რაც მათთვის აუცილებელია, ის მინინუმიც კი. არ მინდა ამ თემაზე გამიგრძელდეს საუბარი, მაგრამ ეს არის ის მწვავე პრობლემა, რომელიც აწუხებს თითოეულ თქვენგანს, მე მოვდივარ ტაძარში და ნუგეშს ისევ უფალთან ვეძებ და რა თქმა უნდა, განსაცდელი ერთგვარად ღმერთთან მიმყვანებელია, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გზა, არამედ ცოტა უფრო მეტად უნდა ჩავიხედოთ საკუთარ თავში, საკუთრ სინდისში და ვკითხოთ, ვინა ვარ მე, რას წარმოვადგენ და რა შემიძლია. ჩვენ ვისურვებდით, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს, მაგრამ, ამ უკეთესობის შექმნაში ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ვიდრე ადამიანი თავის თვში იქნება ჩაკეტილი, თავის პრობლემებში იქნება ჩაკეტილი, რა თქმა უნდა ის ვერ შეცვლის ვერც თავის ცხოვრებას და ვერც სხვების ცხოვრებას. ჩვენ გვჭირდება სულიერი ერთობა, თანადგომა, გაზიარება ერთმანეთის ტკივილისა და მხარდაჭერა. წმინდა ნიკოლოზის ლოცვით ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, -განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

თეგები: გამოსავალითვითმკვლელობამეუფე გრიგოლირელიგიარწმენა
გაზიარება153

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ალექსანდრე ხარაბაძეს ემშვიდობებიან

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ქუთაისში ალექსანდრე ხარაბაძეს ემშვიდობებიან
მთავარი

ქუთაისში ალექსანდრე ხარაბაძეს ემშვიდობებიან. ახლობლების თქმით მამაკაცი მძიმე სენს ებრძოდა.   "დიდი მწუხარებით და გულისტკივილით გატყობინებთ საყვარელი ალექსანდრე (ალეკო) ხარაბაძის გარდაცვალებას. პანაშვიდი - ხუთშაბათს და პარასკევს, დაკრძალვა - შაბათს, 14...

დაწვრილებითDetails

თევზის შესაბოლ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
თევზის შესაბოლ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმიური ინსპექტირებისას თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი ზ.ჭ. საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების გარეშე. გარდა ამისა, ინსპექტირებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები:...

დაწვრილებითDetails

მთავრობის ახალი გადაწყვეტილება ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა აქვს
მთავარი

ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა, გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4,5 ლარიანი ტარიფი ანუ...

დაწვრილებითDetails

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით სოფელ კურსებში მეწყრის შედეგად მიყენებული ზარალის აღწერა მიმდინარეობს

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით სოფელ კურსებში მეწყრის შედეგად მიყენებული ზარალის აღწერა მიმდინარეობს
მთავარი

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზალკალიანის განცხადებით, სოფელ კურსებში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, დაზარალებულია 38 ოჯახი, 104 მოქალაქე, რომლებიც დროებით ქუთაისსა და ტყიბულში გადაიყვანეს. „ოთხ საათზე დაიწყო მეწყრული პროცესი. მყისიერად მოხდა...

დაწვრილებითDetails

კიდევ რამდენიმე სახლი დაინგა, პროცესი შეუქცევადია – რა ხდება კურსებში

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
კიდევ რამდენიმე სახლი დაინგა, პროცესი შეუქცევადია – რა ხდება კურსებში
მთავარი

სოფელ კურსებში მეწყრული პროცესები გრძელდება. როგორც ადგილობრივები "მეგა ტვ"-თან საუბრისას აღნიშნავენ პროცესი შეუქცევადია და დილის შემდეგ კიდევ რამდენიმე სახლი დაინგრა.   შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე განვითარებული მეწყრული პროცესების...

დაწვრილებითDetails

საგანგებო სიტუაცირის სამსახური განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
მთავარი

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი ტექნიკა. მეხანძრე-მაშველები აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ სამუშაოებს და მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო ადგილზე...

დაწვრილებითDetails

სოფელ კურსებში მეწყერის შედეგად 5 სახლი დაინგა

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
სოფელ კურსებში მეწყერის შედეგად 5 სახლი დაინგა
მთავარი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეწყრული ზონიდან 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებული არავინაა. დაზარალებული ოჯახების...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო, არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს ახორციელებს. სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულში ფრინველთა კუსტარულად მოწყობილი ფრინველის სასაკლაო გამოავლინეს. ჩატარებული  ინსპექტირების შედეგად...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
ცნობილია, თელავში დაღუპული 8 თვის ორსულის ვინაობა
მთავარი

თელავში 8 თვის ორსული გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 44 წლის, მაკა ასაბაშვილი სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბის შედეგად დაიღუპა. გარდაცვლილ ქალს ერთი შვილი ჰყავდა. „ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა კიდეც, თუმცა...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს, თბილისის დროით, 16:49 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.  ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ეპიცენტრი ქალაქ ყვარელიდან ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ შილდიდან 2კმ-ში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1(ML)...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"