ლაგოდეხში, ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა სოფელ კართუბანში ცოტა ხნის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მიკროავტობუსი ბუნებრივი აირის გამტარ მილს დაეჯახა, რამაც ცეცხლის აალება გამოიწვია.
დაიწვა მიკროავტობუსი, მძღოლმა და ერთმა მგზავრმა სხეულის დამწვრობა მიიღო.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის კლინიკაში გადაიყვანა.









