23 წლის გოგო დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თელეთი-თბილისის გზაზე.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გოგო გზაზე გადადიოდა რა დროსაც სწრაფი სიჩქარით მოძრავი “ოპელის” მარკის მანქანა შეეჯახა. გოგო ადგილზევე დაიღუპა.
ამ წუთებში ადგილზე პოლიციაა მობილიზებულია. “მთავარი არხის” ინფორმაციით, დაკავებულია მძღოლი.