ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა – ინფორმაციას რადიოს “ძველი ქალაქი” ავრცელებს.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
,,მსუბუქი ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და ამ დროს ჩიხიდან გამომავალ მანქანას დაეჯახა, შემდეგ მის უკან მდგარი ავტომობილიც დაზიანდა. შეჯახების დროს ერთ-ერთი ავტომობილიდან გაზის ბალონი გადმოვარდა, კიდევ კარგი არ აფეთქდა, თორემ დიდი უბედურება დატრიალდებოდა,’’-ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო ეკიპაჟი.
radiodk.ge









