ხულოს მუნიციპალიტეტის მთა ზორტიყელთან ავტოსაზგაო შემთხვევის შედეგად შუა ხნის ქალი დაიღუპა, ხოლო ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი კლინიკაში არის გადაყვანილი. მათი თქმით, სატვირთო ავტომობილით ცოლ-ქმარი გადაადგილდებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაყირავდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს