მარნეულში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ 2 მოქალაქე. ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა 8 თებერვალს, საღამოს საათებში მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: მარნეული ნიუსი










