ახალციხე – ადიგენის გზაზე, სოფელ ფარეხას ტერიტორიაზე, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები და-ძმა არიან. როგორც „ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს „მერსედესის“ მარკის ავტომობილი თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატვირთოს შეეჯახა.
მსუბუქ ავტომობილში მჯდომი და-ძმა ადგილზე გარდაიცვალა, მათი დედა კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ამ წუთებში, გარდაცვლილების სახლთან შეკრებილი არიან მეზობლები და ნათესავები. გარდაცვლილ და-ძმას სახლში, აბასთუმანში გადაასვენებენ.