ავარიამ გრიშაშვილის ქუჩაზე საცობი შექმნა. გადაადგილება 30 წუთის განმავლობაში გართულებული იყო. ადგილობრივთა განმარტებით ეს ამ ქუჩაზე ავარიის პირველი შემთხვევა არაა. მათივე თქმით ამ მცირე ავტოსაგზაო შემთხვევებს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა იწვევს. გზა წლებია ამორტიზებულ მდგმარეობაშიa. პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ აქ 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შემდეგ დადგა. კომპანიამ აქ დიდი მილები გაიყვანა, გადათხრილი გზის საფარი კი გადათხრილი დატოვა. გრიშაშვილის მოსახლეები პრობლემის დროულ მოგვარებას ად. თვითმმართველობისგან ითხოვენ.