LIVE TV
სამშაბათი, ოქტომბერი 14, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების ინიცირება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევაა – არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი

დაპოსტა 2025/10/14-ში
5
ნახვა
გაზიარება

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების ინიცირება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას წარმოადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ახალი ცვლილებებით ხელისუფლება ცდილობს პროტესტის ნებისმიერი ფორმა აკრძალოს.

„ივანიშვილის პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ახალი ცვლილებების ინიცირება წარმოადგენს დემოკრატიული წესრიგის არსებითი საფუძვლის – მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას. ამ ცვლილებებით, ხელისუფლება ცდილობს აკრძალოს პროტესტის ნებისმიერი ფორმა. ინიცირებული რეგულაციები ქმნის ისეთ სამართლებრივ რეალობას, სადაც მოქალაქე შეიძლება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხმა ამოიღო. ასეთი კანონმდებლობა უცხოა დემოკრატიული სამყაროსათვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან.

ეს ინიციატივა არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ ჯგუფებს – ის შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საჯაროდ მოითხოვს სამართლიანობას, აღშფოთდება კორუფციით, გააპროტესტებს უკანონო დაკავებას ან უსამართლო განაჩენა, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა თუ შემწეობის სიმცირეს, შეეცდება დაიცავს ქალები ან ბავშვები ძალადობისგან, ხმას აიმაღლება გარემოს დასაცავად და ა.შ.

ხელისუფლება ამ ცვლილებებით ყველას უგზავნის ერთსა და იმავე მუქარას: თუ ხმას ამოიღებ – დაგაპატიმრებ. ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვაფასებთ ამ ცვლილებებს როგორც მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის მცდელობას და კიდევ ერთ საფეხურად დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟის პროცესში“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

“საქართველოში სიღარიბე განახევრებულია” – ირაკლი კობახიძე

ოქტომბერი 14, 2025
1
მთავარი

ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში სიღარიბე განახევრებულია. „პირველად დაფიქსირდა ერთნიშნა მაჩვენებელი - 9.4%. თუმცა, რა თქმა უნდა, ამითაც ვერ დავკმაყოფილდებით. ჩვენი მიზანია სიღარიბის საბოლოოდ აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში....

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 14, 2025
95
მთავარი

სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში ჟურნალისტური საქმიანობის საბაბით, შიგა განაწესის დარღვევისათვის „ტვ. პირველის“ და „ტვ. ფორმულას“ გადამღები ჯგუფები მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ, - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. „დღეს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის...

დაწვრილებითDetails

ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა – იუსტიციის სამინისტრო

ოქტომბერი 14, 2025
10
მთავარი

2025 წლის 14 ოქტომბერს, სტრასბურგის სასამართლომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა,- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი...

დაწვრილებითDetails

მოძალადეების გათავისუფლებას და არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და რა გავითვალისწინოთ? ჩვენ არაფერი გვაწუხებს, საზოგადოებაა შეწუხებული – ირაკლი კობახიძე

ოქტომბერი 14, 2025
11
მთავარი

როცა ხართ 50, 100, ან თუნდაც 300 კაცი შეკრებილი, კეთილი უნდა ინებო და უნდა დარჩე ტროტუარზე - ისინი ითხოვენ მოძალადეების გათავისუფლებას და არჩევნების ჩატარებას და რა უნდა გავითვალისწინოთ? ერთი თუ მეორე?...

დაწვრილებითDetails

ყველაზე დიდი ბრუნვის ტოპ-10 კომპანიიდან, 8 აზარტული საქმიანობით არის დაკავებული – 2025 წლის მონაცემები

ოქტომბერი 14, 2025
92
ეკონომიკა

საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ტოპ-10 კომპანიიდან, 8 აზარტული საქმიანობით არის დაკავებული. ამის შესახებ საქსტატის მიერ “ბიზნესპრენსიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციიდან ჩანს. ის ფაქტი, რომ ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის მოგება წლიდან წლამდე იზრდება,...

დაწვრილებითDetails

ჯარიმები ბოლომდე ეფექტიანი არ იყო – ირაკლი კობახიძე კანონმდებლობის ცვლილებაზე

ოქტომბერი 14, 2025
6
მთავარი

ჯარიმები ბოლომდე ეფექტიანი არ იყო და სწორედ ამის გათვალისწინებით შედის ცვლილებები როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, რათა უმცირესობამ არ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე - ეს არის დემოკრატიის პრინციპის გამოხატულება, -...

დაწვრილებითDetails

რიგ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ

ოქტომბერი 14, 2025
17
მთავარი

რიგ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ მანამ, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ.ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ სექტემბრის დასაწყისში მიღებული კანონები კიდევ მეტად მკაცრდება. ცვლილებები “სისხლის...

დაწვრილებითDetails

შეკრების მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, გზის გადაკეტვის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე – ცვლილებები კანონში

ოქტომბერი 14, 2025
9
მთავარი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში რიგი ცვლილებები შევა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის,...

დაწვრილებითDetails

მოიპარეს მსოფლიოში ყველაზე ცუდი სუნის მქონე ყვავილი

ოქტომბერი 14, 2025
46
მთავარი

დორტმუნდის ბოტანიკური ბაღიდან, „რომბერგპარკიდან“ მსოფლიოში ყველაზე ცუდი სუნის მქონე ყვავილი მოიპარეს. ბაღში იზრდებოდა ტიტანური ამორფოფალუსი, რომელსაც „დავითი“ ერქვა. თუმცა, ცოტა ხნის წინ, მებაღეებმა შენიშნეს, რომ მცენარის ბოლქვი, რომელსაც „დავითის“ „ძილის“...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 9 პირი

ოქტომბერი 14, 2025
50
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოების, ასევე, თბილისის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».