საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ჯანდაცვის სამინისტროში მივიდა.
უწყებაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო შექმნილი ორი კონსილიუმის წევრები ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ხვდებიან.
“ამ დაწესებულებიდან დამირეკეს 2 საათის წინ და მითხრეს, რომ 9-ზე მივსულიყავი. ჯერჯერობით, საეჭვოც არაფერია, ადამიანს რომ კლავენ – ეს ზუსტად ვიცი,”– განაცხადა გიული ალასანიამ.










