LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,ერთობა უნდა გვქონდეს და ერთსულოვნება, რომ მომავალ თაობას ჰქონდეს წესიერი ცხოვრება”-მეუფე იაკობის ქადაგება

ადამიანს ორად ორი გამარჯვება სჭირდება ცხოვრებაში-მეუფე იაკობის ქადაგება

დაპოსტა 2023/04/13-ში
A A
150
ნახვა
გაზიარება

,,დღეს არის განსაკუთრებული დღე. დღეს ეკლესიაში მაცხოვარმა თვითონ გვანახა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ აუცილებელია ეზიარო ადამიანი და უნდა იცოდე, რომ უღირსი ხარ, მაგრამ ღირსეულად უნდა ეზიარო, თუ არადა ვიცით, რომ იუდამაც მიიღო ზიარება, მაგრამ  გაიქცა და რაც აღასრულა ვხედავთ.

ადამიანს ორად ორი გამარჯვება სჭირდება ცხოვრებაში. პირველი გამარჯვებაა ჭეშმარიტი ღმერთი შეიმეცნოს, ნათელი იღოს და მართლმადიდებელი ქრისტიანი გახდეს, მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ვარ და უნდა გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენთვის ჭეშმარიტება მაგია, და მეორე კიდე, ეს ერთი გამარჯვება არ არის საკმარისი,  შეიძლება ყველამ იცის , რომ ღმერთი ერთია და ყველას ღმერთი ღმერთიც არ არის და მეორე მთავარი გამარჯვებაა საკუთარი მე, საკუთარი ეგო დაამარცხო ადამიანმა. ეს ეკლესიური ცხოვრების გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ ვიცით, რომ ზიარების გარეშე,  მარიამ ეგვიპტელსაც თუ გავიხსენებ და სხვებსაც, თვითონ მაცხოვარი გვიჩვენებს, რომ აუცილებელია ეკლესიური ცხოვრება, აუცილებელია ქრისტეს არ დავშორდეთ და ბევრს ეხლა, ზიარება ჰგონია, რომ მივიდა და ვთქვათ, 13 -ში ეზიარა. ეს ზეცაში ხდება, ზიარება ზეცაში ხდება. ეს ხდება მარადისობაში და არ ხდება წარმავალ დროში. იქ ვეზიარებით, ზეცაში და ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ და უმეტესობა ქრისტიანობამ მაგი არ იცის, მარტო პირის გაღეაზე არაა, ყველსა და პურს არ ვიღებთ ჩვენ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მაცხოვრის ხორცია, მაცხოვრის სისხლია. კანიბალები კი არ ვართ. ეს აუცილებელია ჩვენთვის. ის ხორცი და ის სისხლია ზუსტად ის, რომ ცოდვებისაკენ მიდრეკილებას სწვავს და გაბრუნებს ქრისტეს წიაღში.

ამიტომ აუცილებელია თავიდან, რადგან ვთქვით, რომ პირველი გამარჯვება ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობაა, მაშინ შეიმეცნებს ადამიანი ღმერთს, როდესაც  შეუერთდება ღმერთს, ანუ ნათელს იღებს და მირონს იცხებს და მირონცხების გარეშე სულიწმინდის ნიჭები არ გადაეცემა.

მერე არის აღსარება, მერე  არის ზიარება, გვაბრუნებს,  ისევ ქრისტეს გვაერთებს და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი ერი მასე ყოფილიყოს და მსოფლიოში ვისაც სურვილი აქვს ისინიც მასე ყოფილიყვნენ.

ცოტა ხნის წინ ბზობის დღესასწაული იყო და მსოფლიო და კაცობრიობა ყოველთვის არჩევანის წინაშე დგება ხოლმე,  გადის თუ არა ბზობის დღესასწაული, დედამიწაზე  თითქმის ყველაფერი მეორდება და ისევ ვდგებით არჩევანის წინაშე. გადახედეთ საქართველოს ისტორიას, მაშინვე დგება ქრისტე, თუ ბარაბა და გამიხარდა, რომ წელს ძალიან ცოტა ხალხი იყო იმასთან შედარებით, ვიდრე ისრაელში იყო, მაშინ ბარაბა აძახებინეს ყველას. ეხლა ბარაბას არავის ვარქმევ, მაგრამ არის საქციელები ადამიანი თვითონ უნდა ერიდებიდეს, რომ ბარაბა არ აღმოჩნდეს და ვერასდროს მიიღებს ჩვენი ერი, რომ ბარაბას საქციელს ქრისტეს საქციელი  დავარქვათ.

ახალგაზრდობას მინდა ვუთხრა, რომ საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ რობოტებივით და ზომბებივით ნუ იქნებიან, აზროვნება ისწავლონ. შეიძლება გეგონოს, რომ მივდივარო, ქრისტეს საქმეს ვაკეთებ და სინამდვილეში ბარაბას საქმეს ემსახურებოდე- რუსულ სიტყვას ვიტყვი: ,,ურა პატრიოტი“ .

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და  ერთი რამ იცოდეთ, ჩვენი ეკლესია ყოველთვის იდგება მართლმადიდებლობის სადარაჯოზე და საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებაზე.

ჩვენი ეკლესია არ დაუშვებს, რომ ძალით შეგვიყვანონ, რაც არ უნდა იმპერია იყოს. ჩვენ თუ ვინმესთან ურთიერთობა გვინდა, იმიტომ გვინდა რომ კარგად ვიცხოვროთ და  კარგად ვიყოთ და არა იმისთვის, რომ ვიღაცის მონები, რა, რუსის მონობა  სხვისი მონობით შევიცვალოთ, ნურას უკაცრავად, რა  ყველამ იცოდეს, რა. აბსოლიტურად ყველამ იცოდეს, ევროპამაც იცოდეს, ამერიკამაც იცოდეს, რუსმაც იცოდეს, თურქმა , ირანელმა და ჩინელმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ქართველი კაცი არასოდეს არ გახდება არავის მონა, ღვთის მონობიდანაც გამოვა და შვილი გახდება და არა თუ შვილი, მეგობრობასაც მიაღწევს ღვთის შეწევნით.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა სულიწმიდის მადლით აგავსოთ და სიხარულით შემოდის, მიუხედავად იმისა, რომ გავყიდეთ მაცხოვარი, ნუ ვიქნებით იუდები, ნუ ვიქნებით ის ადამიანები, თუმცა ჩვენი ცოდვებისათვის ევნო ხომ უფალი,  ყოველდღე მაინც აჭედებ, აჭედებ  და გიხარია, რომ აჭედებ იმ ლურსმებს, ლახვარს რომ უღერებ.

მაცხოვარს, რომ ასე არ გაეკეთებია, ჩვენ, ვერავინ ვერ ვცხობდებოდით, მართალიც და მტყუანი და მოგვცა დღეს საშუალება და ჭეშმარიტად, აღდგომის სიხარულით ეხლაც გაგვეხაროს და როდესაც მერვე დღე იქნება, ხო,  ყველა ვყოფილიყავით უფალთან. გაიხარეთ.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ჩვენს უწმინდესს ვულოცავ,  ეს ეკლესია ფაქტიურად, ხო, ეკლესიის ეს ტრადიციები, ეს ყველაფერი- ადამიანი რომ სულით და ხორცით  ცოცხალი იყოს,  ღმერთმა დაამკვიდრა და დღევანდელი დღე გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ღმერთზე ახლობელი ჩვენ არავინ არა გვყავს, კაცობრიობას და მიუხედავად იმისა, რომ ცუდად ვცხოვრობთ ყოველთვის გვაქვს შესაძლებლობა, ღვთის წიაღს დავუბრუნდეთ.

ღმერთმა ინებოს, რომ ჩემი ერი დაუბრუნდეს, ჩემი ერი დაუბრუნდეს ღმერთს, თორემ ღმერთის სახელით იმდენი უმსგავსობა ხდება ვერავისგან ვერ მივიღებთ… მადლობა ღმერთს და მადლობა ჩემს ერს,  ჩემს დედაეკლესიას, ჩემს სამშობლოს, რომ ღმერთს არ ღალატობს და ერთადერთი ერი დარჩა, რომელმაც არ უღალატა ცოტა ხნის წინ ღმერთს და დღესაც არ ღალატობს.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ  და აუცილებლად გავიმარჯვებთ, იცოდეთ! ღმერთმა დაგლოცოთ და გაიხარეთ!”-განაცხადა მეუფე იაკობმა.

გაზიარება60

დაკავშირებული -პოსტები

U15 ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი ხონის მუნიციპალიტეტმა მოიპოვა

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
U15 ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი ხონის მუნიციპალიტეტმა მოიპოვა
მთავარი

U15 ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე, სადაც 17 რაიონის 100-მდე ძალოსანი ასპარეზობდა, გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი ხონის მუნიციპალიტეტმა აიღო. I ხონი - 540 ქულა II აჭარა - 497 ქულა III თბილისი -...

დაწვრილებითDetails

ასტროლოგები ზოდიაქოს ნიშნებს რეკომენდაციით მიმართავენ, რა გააკეთონ ივლისის თვეში

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
„არ გამოტოვოთ, ჯადოსნური დრო, 08:08“ – ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოუწოდებს
მთავარი

ვერძი:  გაფრთხილებთ, რომ კონცენტრირება მოახდინოთ დიდი ხნის პროექტების დასრულებაზე და იფიქროთ რისკიანი, თუმცა ნამდვილი სურვილების განხორციელებაზე. დამატებით, არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენს ცხოვრებაში ძველი პარტნიორი შეეცდება დაბრუნებას. კურო: გამოიყენეთ თქვენი ესთეტიკური ინტელექტი...

დაწვრილებითDetails

სამყარო ზოდიაქოს ორ ნიშანს უახლოეს კვირებში ზღაპრულ სიმდიდრეს მოუტანს

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

ტყუპები 2025 წელია მათი წარმატების წელი, თუმცა მთავარი ჯერ ახლა იწყება. ასტროლოგ გრიმის თქმით: „ეს არ ნიშნავს, რომ ონკანს თუ მოუშვებთ, ფული დაიწყებს დენას. შესაძლებლობა თავად უნდა შექმნათ.“ტყუპებს შესაძლოა კარიერული...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ეს ნიშნები ახლა ცხოვრებას დაიწყებენ

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
როდის არის სავსემთვარეობა ოქტომბერში და როგორ იმოქმედებს ის ჩვენს ცხოვრებაზე
მთავარი

მთვარისა და ვენერას შეერთება მნიშვნელოვან ემოციურ შეხედულებებს მოიტანს 22 ივნისის შემდეგ, ტყუპები, კირჩხიბები და მშვილდოსნები საბოლოოდ გაწყვეტენ წარსულზე მიჯაჭვულობას და წინ გადადგამენ ნაბიჯს. გარდამტეხი მომენტი ხდება მთვარისა და ვენერას შეერთება,...

დაწვრილებითDetails

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ავლაბარში მომხდარ მკვლელობაზე

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გუშინ თბილისში, ავლაბარში მკვლელობა მოხდა. პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ზ.მ....

დაწვრილებითDetails

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

ასტროლოგები მიმდინარე კვირისთვის ასახელებენ, რომელი დღეები იქნება ყველაზე იღბლიანი, როდისაა ემოციური არასტაბილურობა მოსალოდნელი და რომელ დღეებში ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ: 30 ივნისი ამ დღეს თითოეული ადამიანი მომატებულ ენერგიასა და მოტივაციას...

დაწვრილებითDetails

შავ ზღვაში შხამიანი და საშიში თევზი დაფიქსირდა

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
შავ ზღვაში შხამიანი და საშიში თევზი დაფიქსირდა
მთავარი

შავ ზღვაში სახიფათო ინვაზიური სახეობა – ვერცხლისფერი მუცელეკლიანი (Lagocephalus sceleratus), რომელიც ტეტრაოდონის ოჯახს მიეკუთვნება, უკვე მეორედ დაფიქსირდა. სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და განმარტავენ, რომ თევზის შავ ზღვაში გავრცელება მრავალმხრივ საფრთხეს...

დაწვრილებითDetails

სინამდვილეში, „ენჯეოებს“ და მათ პატრონებს ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

სინამდვილეში, „ენჯეოებს“ და მათ პატრონებს ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი - მათ შორის ის, რომ უცხოური გაუმჭვირვალე დაფინანსებით, ისინი ჩვენს ქვეყანაში ნარკომანიის გავრცელებას ახალისებდნენ, აწყობდნენ რევოლუციებს, ებრძოდნენ ეკლესიას, სახელმწიფო ინსტიტუტებს და...

დაწვრილებითDetails

თურქეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
თურქეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან
მთავარი

თურქეთის დასავლეთით მდებარე ქალაქ იზმირში ტყის ხანძრებთან ბრძოლას ძლიერი ქარი აფერხებს. თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრის, იბრაჰიმ იუმაკლის თქმით, ცეცხლის ქრობის პროცესში 1000-ზე მეტი მეხანძრე, 11 თვითმფრინავი და...

დაწვრილებითDetails

ალბათ, მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ალბათ, მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას - გუშინ კიდევ ერთხელ ყველა დარწმუნდა, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, პიკზე 2000 ადამიანი გამოიყვანეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"