“ადამიანი ობობას” ახალი ნაწილის, SPIDER-MAN: NO WAY HOME-ის ოფიციალური თრეილერი გამოქვეყნდა.
ფილმში მთავარ როლს კვლავ ტომ ჰოლანდი ასრულებს. ასევე, სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ “ადამიანი ობობას” ახალ ნაწილში დოქტორ სტრეინჯს ვიხილავთ, რომელსაც მსახიობი ბენედიქტ ქამბერბატჩი განასახიერებს.
როგორც თრეილერიდან ირკვევა ფილმში მოქმედება მულტივერსში ვითარდება. ახალ ნაწილში ანტიგმირების სახით დოქტორ ოქტოპუსსა და გობლინს ვიხილავთ.
ფილმის მსოფლიო პრემიერა 17 დეკემბერს არის დაგეგმილი.