“გაერთიანებული ოპოზიციის” წევრის, თამარ კორძაიას ინფორმაციით, დედოფლისწყაროში სამი შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც გარდაცვლილი ადამიანები იყვნენ სიაში.
“ჩვენ გვქონდა დედოფლისწყაროში სამი შემთხვევა, როდესაც გარდაცვლილი ადამიანები იყვნენ სიაში. ასევე იყო ასეთი კომიკური შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ადამიანი გარდაცვლილთა სიაში იყო და ცოცხალი აღმოჩნდა.
ჩვენს წარმომადგენლებს 145 საჩივარი აქვთ დაწერილი და აქედან უმეტესობა ეხება კომისიის წევრებს შორის ფუნქციების არასწორად გადანაწილებას,”- განაცხადა თამარ კორძაიამ.










