აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის აცხადებს, რომ ქვეყანაში სადეზინფექციო ხსნარების არამიზნობრივი მოხმარების შემთხვევების ზრდაზე პასუხისმგებლობას არ იღებს და მისი კომენტარები ხსნარის სამკურნალოდ გამოყენებასთან დაკავშირებით მხოლოდ სარკაზმი იყო.
კითხვაზე, რას უკავშირდებოდა ის, რომ ბოლო დღეებში ზოგიერთ შტატში სადეზინფექციო ხსნარების არამიზნობრივი მოხმარების ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „წარმოდგენა არ ჰქონდა“.
კიდევ ერთ კითხვაზე, იღებდა თუ არა ის აღნიშნულის გამო პასუხისმგებლობას, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „არა.“
„წარმოდგენა არ მაქვს ეს რატომ ხდება. მე ამაზე პასუხისმგებობას არ ვიღებ,“ – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზდენტმა, დონალდ ტრამპმა, გამოთქვა ვარაუდი, რომ ინექციით სადეზინფექციო ხსნარის ორგანიზმში შეყვანამ, შესაძლოა, კორონავირუსისგან განკურნება გამოიწვიოს.