უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 3 აპრილამდე პერიოდს.
სამინისტროს ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი – დაახლოებით 18 000;
- ტანკი – 644;
- ჯავშანტექნიკა – 1 830;
- საარტილერიო სისტემა – 325;
- სარაკეტო სისტემა – 105;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 54;
- თვითმფრინავები – 143;
- ვერტმფრენი – 134;
- სამხედრო საავტომობილო ტექნიკა – 1 249;
- გემი/ნავი/კატარღა – 7;
- საწვავის რეზერვუარი – 76;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 89;
- სპეციალური აღჭურვილობა – 24;
- გამშვები OTRK / TRK / მობილური SRBM სისტემა – 4.










