იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მოადგილეებთან: იოსებ ხახალეიშვილთან, ბესიკ გოფოძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალს პატივი მიაგო და ყვავილებით შეამკო.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს გაესაუბრა და მშობლებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გმირი შვილების აღზრდისთვის. აგვისტოს ომში დაღუპული ოჯახის წევრებს ადგილობრივი ხელისუფლებისგან კი 1000-1000 ლარი ჩაერიცხათ.
აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალთან ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ოჯახის წევრების გარდა, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები და მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ასევე, სასულიერო პირებმა ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.