,,რომელ ციხეშიც არ უნდა ყავდეთ შეხეთქებული მიშა, ნებისმიერ ვითარებაში და გარემოებაში, ის არის პუტინის ტყვე. მთელს ამხელა რეგიონში, პუტინისგან აღიარებული პირადი მტერი არის მიშა.
სხვა სახელს პუტინი არ ცნობს.
ვინც მიშასთან დატოლებას დააპირებთ და შეცდომებზე წუხართ, სულ გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნის დამპყრობელის ინტერესს საერთოდ არ წარმოადგენთ.
აი ასე, მარტივად, არ იცის თქვენი არსებობა…
საქართველოს ერთიანი სხეულის გამხლეჩისთვის ინტერესის საგანი ის სააკაშვილია, რომელსაც ზუსტად ესმის საკუთარი მნიშვნელობა და მისი რადიკალური პროტესტის გზა – შიმშილობა, თავის შინაარსით, დამპყრობელთან დაუმორჩილებლობას გამოხატავს.
ფრთხილად იყავით გამონათქვამებთან.
ჭკვიანი ხალხი რასაც ფიქრობს ყველაფერს არ წერს….
გავა დრო და აუცილებლად შეგრცხვებათ…
გეტკინებათ კიდეც – სინათლეზე გასული ისტორიის ფურცელი ისე შემოგილაწუნებთ, ძალიანაც რომ მოინდომოთ, სწორ გზაზე ვეღარ დადგებით.
Мой личный враг – ასე მოიხსენიებს პუტინი სააკაშვილს.
ეს სიტყვები უნდა იყოს გზამკვლევი რა მნიშვნელობის მატარებელია ტყვე სააკაშვილი.”-წერს ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში.