გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 26 თებერვლამდე არ გამოიდარებს.
ამასთან, მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება ნალექი, ზოგიერთ რაიონში კი თოვა. 21 თებერვალს ღამით ჰაერის ტემპერატურა -18 გრადუსამდე დაეცემა.
„19-20 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობა. შესაძლებელია მცირე თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -13, -15, დღის საათებში -5, -7°C.
21 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -16, -18, დღის საათებში -3, -5°C“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში