“ჰაერის დაბინძურება ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი პრობლემაა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას” – აცხადებს გარემოსდაცვითი ომბუდსმენი დევიდ მერისონი. მის ინტერვიუს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს:
“მე ვფიქრობ, რომ ჰაერის დაბინძურება ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი პრობლემაა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. ეს რთული პრობლემაა. არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ჰაერის დაბინძურებას, მათ შორის ყველაზე მეტად ავტომანქანები, ავტობუსები. პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს საწვავის ემისიების შემცირება, ავტოპარკის მოდერნიზება და საზოგადოებისათვის მოტივაციის შექმნა, რომ ეს გააკეთონ.
ავტომობილების, სატვირთოებისა და ავტობუსების გარდა ჰაერის დაბინძურების გამომწვევი მიზეზია მშენებლობა. ჩვენ გვჭირდება მშენებლობა, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური განვითარება საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ამის გაკეთება ისეთი გზით, რომელიც წარმოქმნის ნაკლებ სამშენებლო მტვერსა და ნარჩენებს” – განაცხადა გარემოსდაცვითმა ომბუდსმენმა დევიდ მორისონმა.