აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი ყოფილი მრჩეველი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ენერგეტიკის საკითხებში ამოს ჰოჩშტეინი მილსადენ “ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის” საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. ინფორმაციას Axios ავრცელებს.
მისი ცნობით, ჰოჩშტეინს, რომელიც მანამდე “ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის” კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ახალ თანამდებობაზე “აშშ-სთვის ეფექტური სტრატეგიის” რეალიზაცია დაევალა.
პორტალი აღნიშნავს, რომ ჰოჩშტეინი აშშ-სა და გერმანიას შორის შეთანხმების წინსვლას ჩაიბარებს, რომლიც თანახმად აშშ მშენებლობის დასრულებასა და მილსადენის ამუშავებას არ შეეწინააღმდეგება.