LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ჯერ ერთი გამხდარა ცუდად, გონება დაუკარგავს…”გუდაურში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

დაპოსტა 2024/12/14-ში
A A
3k
ნახვა
გაზიარება

გუ­და­ურ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ა­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თში 12 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვეს, მათ­გან 11 უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა, ერთი კი – სა­ქარ­თვე­ლოს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით ცხედ­რებს ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ.

AMBEBI.GE დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად ყაზ­ბე­გის მერს, ბა­კურ ავ­სა­ჯა­ნიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

– უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გუ­და­ურ­ში, ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი, სულ 12 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი, მათ­გან ერთი ქარ­თვე­ლია, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ინ­დო­ე­ლე­ბი არი­ან. მათ ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­დათ კო­ტე­ჯი, რო­გორც ვიცი ეს კო­ტე­ჯი არის ად­გი­ლობ­რი­ვის, გვა­რად მარ­სა­გიშ­ვი­ლის. თვი­თონ ეს ადა­მი­ა­ნი სხვა­გან ცხოვ­რობს და ეს კო­ტე­ჯი მი­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და მათ­თვის. რო­გორც შე­ვი­ტყვე, მათ პა­ტა­რა ბიზ­ნე­სი ჰქონ­დათ, ამ­ბო­ბენ, კა­ფეს ამუ­შა­ვებ­დნე­ნო და ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­დათ რო­გორც კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი, ასე­ვე კო­ტე­ჯი, სა­დაც ღა­მით იძი­ნებ­დნენ.

ახა­ლი გუ­და­უ­რის ასავ­ლელ­თან მდე­ბა­რე­ობს ეს კო­ტე­ჯი. გუ­შინ იყო ძლი­ე­რი ქარი მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე გუ­და­ურ­შიც და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით გა­ი­თი­შა ელექტრო­ე­ნერ­გია. რო­გორც ირ­კვე­ვა, მათ ჩარ­თეს შიგ­ნით, შე­სას­ვლელ ოთახ­ში გე­ნე­რა­ტო­რი და თა­ვი­ან­თი ოთა­ხე­ბის კა­რე­ბი ღია ჰქონ­დათ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი საკ­მა­რი­სი იყო იმის­თვის, რომ ამ გა­მო­ნა­ბოლ­ქვით მო­წამ­ლუ­ლიყ­ვნენ.

ამ დრო­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ ამით არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი. ყვე­ლა­ნი ად­გილ­ზეა და­ღუ­პუ­ლი. გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის არი­ან რო­გორც მა­მა­კა­ცე­ბი, ასე­ვე ქა­ლე­ბი. ეტყო­ბა ერთი ცუ­დად გახ­და, მაგ­რამ მან გა­მოს­ვლა გა­რეთ მა­ინც ვერ შეძ­ლო და გო­ნე­ბა და­კარ­გა. ბი­ნა­ში სულ ორ ადა­მი­ანს აე­რია გული, ცუ­დად გახ­და. შიგ­ნით არის გე­ნე­რა­ტო­რი ჩარ­თუ­ლი, ერთი მა­ინც რო­გორ ვერ მიხ­ვდა, რომ ეს კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ შე­იძ­ლე­ბო­და. გა­მო­ნა­ბოლ­ქვით არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თველს, ქალ­ბა­ტო­ნია. რო­გორც ჩანს, ისიც მათ­თან მუ­შა­ობ­და და ერთი კო­ტე­ჯი მთლი­ა­ნად ჰქონ­დათ ნა­ქი­რა­ვე­ბი. ახლა და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა. მძი­მე ტრა­გე­დი­აა.

წყარო; ამბები.ge

გაზიარება1182

დაკავშირებული -პოსტები

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 16, 2025
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

იტალიაში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ნინო კახიანიძე მძიმე სენს ებრძოდა. „უფალმა ნათელში ამყოფოს, ვუსამძიმრებთ ოჯახს და ემიგრატებს...“ - წერს ემიგრანტების ერთ-ერთი გვერდის ადმინისტრაცია.

დაწვრილებითDetails

თუ პუტინს და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, ვურჩევდი, რომ აიათოლას დაურეკონ – ლიდსი გრემი

by მეგა TV
ივლისი 16, 2025
0
თუ პუტინს და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, ვურჩევდი, რომ აიათოლას დაურეკონ – ლიდსი გრემი
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება ნატო-ს მეშვეობით უკრაინაში ამერიკული წარმოების იარაღის - ევროპელების დაფინანსებით - გაგზავნის შესახებ სასიამოვნო ამბავი იყო, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.  ...

დაწვრილებითDetails

თუ შეთანხმება არ გვექნება, ძალიან ცუდი იქნება, 50 დღე ძალიან დიდი ვადაა – ტრამპი

by მეგა TV
ივლისი 16, 2025
0
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლებას გააუქმებს
მთავარი

არ ვიცი, 50 დღე ძალიან დიდი ვადა თუ არის და უფრო ადრეც შეიძლება იყოს , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.   “50 დღის მერე...

დაწვრილებითDetails

ავარია გურიაშია – ერთ-ერთ ავტომობილში მცირეწლოვნები ისხდნენ

by მეგა TV
ივლისი 16, 2025
0
ავარია გურიაშია – ერთ-ერთ ავტომობილში მცირეწლოვნები ისხდნენ
მთავარი

ავარია მოხდა ცოტა ხნის წინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში - ინფორმაციას guria.tv ავრცელებს.   ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფლების ჯურუყვეთისა და ნიგვზინის კვეთასთან ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთში, მსუბუქ ავტომობილში ოჯახის წევრები, მათ შორის მცირეწლოვანი...

დაწვრილებითDetails

ჩამოიშალა მიწის მასა – სად იკრძალება მოძრაობა

by მეგა TV
ივლისი 16, 2025
0
კაცი სახლში შებრუნდა,  ამ დროს ჩამოწვა მეწყერი და ჩაიმარხა – ქედაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
მთავარი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ გიორგიწმინდასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.   კერძოდ, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა) ძლიერი...

დაწვრილებითDetails

თავბრუსხვევა, სისუსტე, შფოთვა – დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 16, 2025
0
თავის ტკივილი სიცხეში – სპეციალისტის განმარტება
მთავარი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.   როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე...

დაწვრილებითDetails

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 16, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი თუ დღეს დახმარება გთხოვეს, აუცილებლად დაეხმარეთ, რითაც შეგიძლიათ, როგორი მნიშვნელოვანი საქმითაც უნდა იყოთ დაკავებული. კურო მეტად მნიშვნელოვან ეტაპს გადიხართ, რადგან ის სიტუაციები, რომელშიც ახლა თქვენ ხართ, დაჩქარებული ტემპით განვითარდება...

დაწვრილებითDetails

“მე რა მიქნეს, დღემდე არ ვიცი,გიორგი ბაჩიაშვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, ვინ იქნება შემდეგი?! “- გიორგი ჩიკვაიძე

by მეგა TV
ივლისი 15, 2025
0
“მე რა მიქნეს, დღემდე არ ვიცი,გიორგი ბაჩიაშვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, ვინ იქნება შემდეგი?! “- გიორგი ჩიკვაიძე
მთავარი

პატიმრობაში მყოფი გიორგი ჩიკვაიძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „რა კრიმინალური დანაშაულიც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ჩაიდინეს, გამოუთქმელი ბოროტებაა“. გიორგი ჩიკვაიძის განცხადებით, თავად ეტლში ზის და მარცხენა...

დაწვრილებითDetails

“შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხს” – რადოსლავ სიკორსკი

by მეგა TV
ივლისი 15, 2025
0
“შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან რეპრესიებზე და არა ქართველ ხალხს” – რადოსლავ სიკორსკი
მთავარი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს მიმართ უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის პოლიტიკას. სიკორსი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა იმას გააკეთებს, რისი დაპირებებიც არჩევნების დროს გასცა და არა იმას,...

დაწვრილებითDetails

გონიოში ავარია მოხდა

by მეგა TV
ივლისი 15, 2025
0
გონიოში ავარია მოხდა
მთავარი

გონიოში მომხდარი ავარიის შედეგად სამი ავტომობილი დაზიანდა. შემთხვევა აფსაროსის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, დამატებითი დეტალები  ჯერ უცნობია.  წყარო: აჭარა თაიმსი ფოტო: ხვიჩა ასამბაძე

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"