LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჯარიმა 20 000 ლარი! – ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება

@?FFKM.3

ჯარიმა 3000 ლარამდეა – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

დაპოსტა 2025/05/27-ში
A A
2.6k
ნახვა
გაზიარება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველთვიურ გამოცემაში „ჩვენი სოფელი“ მოქალაქეების საყურადღებოდ თევზაობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

კერძოდ, განმარტებულია, თუ რომელ ადგილებში და რა საშუალებებით არის თევზაობა აკრძალული.

თევზაობის მოყვარულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აკრძალულია თევზჭერა ელექტროსადგურების მიმყვან და გასავალ არხებში, კაშხლებთან და რაბებთან არაუახლოეს 500 მეტრისა, კაშხლებთან არსებულ თევზგამტარ არხებში და სხვა.

აკრძალულია თევზჭერა ისეთი საშუალებებით, როგორიცაა:

ელექტროდენი
ელექტროშოკური აპარატი
თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოები
ცეცხლსასროლი იარაღები
სახლართი ბადე
ე.წ. ეკრანბადე
მოსასმელი ბადე
სხვა არასპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის ბადე
იარაღები
ნებისმიერი სახის ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებები
ასევე, იკრძალება თევზჭერა შიდა წყალსატევებში დევნისა დაფრთხობის ხერხებით, წყალსატევების ხერგვითა და შრეტით.

სტატიაში მოცემულია ინფორმაცია სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.

„მთელი წლის განმავლობაში ნებადართულია მხოლოდ სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა ანკესით. გამკაცრებული კანონმდებლობა და სანქციები იმის მიხედვით, თევზჭერის რა საშუალებაა გამოყენებული უკანონო თევზჭერისას და რა რაოდენობის თევზია დაჭერილი, სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა მოქმედებს. მნიშვნელოვანია ისიც, რა ადგილებში ხდება თევზჭერა და რა პერიოდში.

ჯარიმები 120 ლარიდან 3000 ლარამდე მერყეობს. პარალელურად, სამართალდამრღვევს ჩამოერთმევა მოპოვებული თევზი და თევზჭერის იარაღი.

ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის მასობრივი განადგურების სხვასაშუალებით თევზჭერის შემთხვევაში, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება. აღნიშნული სამართალდარღვევა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.

ბოლო პერიოდში, ბრაკონიერობის პრევენციისა და შემაკავებელი გარემოს შექმნის მიზნით, მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გამკაცრდა კანონმდებლობა. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში და უკანონო თევზჭერის ფაქტების რაოდენობას მკვეთრად შეამცირებს.

1-ლი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად, „ელექტროშოკური აპარატი“ „თევზჭერის ელექტრო იარაღად“ დაკვალიფიცირდა და მისი უკანონო ბრუნვა მკაცრად დარეგულირდება – სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.

იმავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება. თევზჭერის ელექტრო იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.

განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ამ შემთხვევაშიც გაორმაგდება და 6 000 ლარი იქნება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს ითევზაონ კანონის დაცვით, ხოლო კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა,ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს“, – აღნიშნულია სტატიაში.

გაზიარება1048

დაკავშირებული -პოსტები

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 29, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი ურთიერთობებისთვის სასიკეთო დღეა. ადვილად შეძლებთ სხვებთან საერთო ენის გამონახვას და კარგი შთაბეჭდილების მოხდენას. იაქტიურეთ, წარმატებას მიაღწევთ პირად ფრონტზეც. კურო ძლიერ დატვირთული და საქმიანი დღეა, თქვენი ნიჭისა და ცოდნის დემონსტრირებით,...

დაწვრილებითDetails

ჩემო ქუთაისო – რას წერს 95 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე

by მეგა TV
მაისი 28, 2025
0
ჩემო ქუთაისო – რას წერს 95 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე
მთავარი

95 წლის ბლოგი ლამარა აბჟანდაძე ქუთაისში იმყოფებოდა. პედაგოგი ჩვენი ქალაქის შესახებ სოციალურ ქსელში წერში. ,,დიდი მადლობა ჩემო სავარდო და სამაისო ქუთაისო. მადლობა ჩემ მეგობრებს , ნათესავებს, იმ მეზობლებს, რომლებიც წლების...

დაწვრილებითDetails

გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი გაიზარდა და 4,5 მილიონი ევრო გახდა

by მეგა TV
მაისი 28, 2025
0
“ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას-გიორგი ჩაკვეტაძე
მთავარი

გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი გაიზარდა და 4,5 მილიონი ევრო გახდა – ასეთია Transfermarkt-ის განახლებული შეფასება.   25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ინგლისის ჩემპიონშიფში ადაპტაციის შემდეგ მოახერხა და „უოტფორდში“ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა....

დაწვრილებითDetails

გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა იზღუდება

by მეგა TV
მაისი 28, 2025
0
გორის საავტომობილო გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
მთავარი

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2025 წლის 28 მაისის 23:00 სთ-დან 29 მაისის 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 29...

დაწვრილებითDetails

პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის აშშ-ს ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია – ბიძინა ივანიშვილი

by მეგა TV
მაისი 28, 2025
0
“„ქართული ოცნება“ ცდილობს დაანგრიოს მოსახლეობის მისწრაფებები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ “- ნეით სიბლი
მთავარი

ბიძინა ივანიშვილი - პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის აშშ-ს ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია - ასეთ დროს აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ პირადი...

დაწვრილებითDetails

ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე – აშშ-ის საელჩო

by მეგა TV
მაისი 28, 2025
0
„ დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი…”- ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა.   ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.   “ბიძინა ივანიშვილმა უარი...

დაწვრილებითDetails

ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა – ბიძინა ივანიშვილი

by მეგა TV
მაისი 28, 2025
0
ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ისგან ასაღები თანხა შეუმცირდა
მთავარი

იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა, რამეთუ ფული არც მანამდე...

დაწვრილებითDetails

თბილისში მამაკაცი დაჭრეს

by მეგა TV
მაისი 28, 2025
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

თბილისში, საბურთალოს რაიონში, მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა დღეს მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.   როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის...

დაწვრილებითDetails

“თუ უკრაინას ნატო-ს სამიტზე არ მიიწვევენ, ეს პუტინის გამარჯვება იქნება არა უკრაინაზე, არამედ ალიანსზე” – ზელენსკი

by მეგა TV
მაისი 28, 2025
0
ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებს იარაღისა და ჭურვების მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდა
მთავარი

თუ უკრაინას ნატო-ს სამიტზე არ მიიწვევენ, ეს პუტინის გამარჯვება იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ამ სამიტზე უკრაინის...

დაწვრილებითDetails

“ბიძინა ივანიშვილი ყველაზე ახლო და სანდო ადამიანებს კარგავს და რჩება შიშველი, ანაბარა ერთი ირაკლი კობახიძის” – სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
მაისი 28, 2025
0
აუცილებელია, სებ-ის ერთპიროვნული გადაწყვეტილება ბათილად გამოცხადდეს – სალომე ზურაბიშვილი
მთავარი

ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს კარგავს, რომელიც მისთვის ყველაზე ახლო, სანდო და მისი საყრდენი იყვნენ. ის რეალურად შიშველი რჩება და ანაბარა ერთი ირაკლი კობახიძის, - ასე აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვახტანგ გომელაურის მიერ შს მინისტრის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"