ჯანდაცვის მინისტრმა მრევლს მოუწოდა, რომ დარჩნენ სახლში და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას.
მისი თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გაცემულ რეკომენდაციებს ყველა მოქალაქე თანაბრად დაემორჩილოს.
“ჩემი რეკომენდაცია არის უცვლელი, მნიშვნელოვანია, რომ დავრჩეთ სახლში. ერთმანეთის შრომა უნდა დავაფასოთ აუცილებლად და ყველა მოქალაქემ ეს გაცემული რეკომენდაციები უნდა შეასრულოს შესაბამისი ხარისხით,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.