„ხუთი არაადამიანი, ხუთი ცოცხლად მოსიარულე გვამი, ხუთი მკვლელი“ – ასე ეხმაურება გარდაცვლილი ფეხბურთელის და ანი შაქარაშვილი, გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად მკვლელობის ფაქტზე ხუთი პირის მიმართ ბრალის დამძიმებას.
ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა გიორგი შაქარაშვილს გაქცევის შემდეგ არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს და გადააგდეს მდინარეში.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.
აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავება.
ყველა მათგან აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული
ვინ არიან ბრალდებულები, რომლებმაც შაქარაშვილი წყალში გადააგდეს
გიორგი შაქარაშვილის დევნის ამსახველი კადრები – რას ავრცელებს პროკურატურა










