ხონში, სოფელ ჩაის მეურნეობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, თითქმის მთლიანად დაიწვა შენობის ორი სართული, სადაც საჯარო სკოლა,ბაღი და სოფლის ამბულატორია იყო განთავსებული. ხანძარი იმ დროს გაჩნდა, როდესაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მოხდა მოსწავლეების, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების ევაკუაცია.
შენობიდან 50-მდე სკოლის მოსწავლე, ბაღის 6-მდე აღსაზრდელი და პედაგოგები გაიყვანეს. ცეცხლი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დაიწვა შენობის 500 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო ბრიგადა და 35 მეხანძრე-მაშველი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.