ხონში, ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში ხანძარია. როგორც თვითმხილველების ამბობენ შენობაში მეორე სართული იწვის და ჭერი ჩაინგრა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან იუწყებიან მიმდინარეობას სალიკვიდაციო სამუშაოები, დაშავებული არავინ არაა, ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 35 მეხანძრე-მაშველი.
შემთხვევის ადგილას იმყოფებიან პატრულისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
როგორც ცნობილია სკოლის შენობაში საბავშვო ბაღიც ფუნქციონირებს, ბავშვებისა და პედაგოგების ევაკუაცია დროულად განხორციელდა.
საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა
საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა. მან ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა, რომელსაც MMA-ში 35 გამარჯვება აქვს და UFC-ის დიდების დარბაზის წევრია.








